Pollster.ge

Language selector

რუკები

არჩევნების მეორე ტური

საარჩევნო აქტივობა 10 საათისთვის

საარჩევნო აქტივობა მეტია, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში როგორც აბსოლუტური, ასევე - პროცენტული მაჩვენებლებითაც. ცესკო-ს მონაცემებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დილის ათი საათისთვის 215 329 ამომრჩეველს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, მაშინ, როდესაც ახლა საარჩევნო უბნებზე უკვე 255 251 ამომრჩეველი იყო გამოცხადებული. ტრადიციულად, აქტიურობენ დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები

სხვაობა საარჩევნო აქტივობაში 10 საათისთვის

საინტერესო სხვაობაა საარჩევნო ოლქების მიხედვით - თბილისში აქტივობა უფრო მაღალია, ვიდრე - არჩევნების პირველ ტურში

არჩევნების პირველი ტური

არჩევნების პირველადი შედეგები 29 ოქტომბრის 9:00-თვის (დათვლილია უბნების 99.57%)

ზურაბიშვილი, 38.66 %

ვაშაძე, 37.7 %

ბაქრაძე, 10.97 %

სხვაობა საარჩევნო აქტივობაში 20 საათისთვის

საარჩევნო აქტივობა 17 საათისთვის

სხვაობა საარჩევნო აქტივობაში 17 საათისთვის

საარჩევნო აქტივობა 15 საათისთვის

სხვაობა საარჩევნო აქტივობაში 15 საათისთვის

საარჩევნო აქტივობა 12 საათისთვის

შუადღისთვის საარჩევნო აქტივობა 15.95%-ს შეადგენს, რაც აბსოლუტურ მაჩვენებლებში საარჩევნო უბნებზე მისულ 558 755 ამომრჩეველს ნიშნავს. მსგავსად 10-საათიანისა, ეს მაჩვენებელიც ჩამორჩება 2013 წლის მონაცემებს - აქ 12 საათზე ამომრჩეველთა 17% (606.7 ათასი ადამიანი) იყო გამოცხადებული. მაღალი აქტივობაა დასავლეთ საქართველოში, სამაგიეროდ, ამ დროისთვის, არჩევნებზე ნაკლებად მიდიან თბილისელი ამომრჩევლები.

სხვაობა საარჩევნო აქტივობაში 12 საათისთვის

10 საათის მსგავსად, საჩხერელი, სამგორელი, ოზურგეთელი და გორელი ამომრჩეველი 2013 წელთან შედარებით, ნაკლები ენთუზიაზმითაა განწყობილი, სამაგიეროდ - წინა საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში, თელავსა და მარნეულში შესაბამისად 1600 და 1800 ამომრჩევლით მეტია გამოცხადებული

საარჩევნო აქტივობა 10 საათისთვის

საარჩევნო აქტივობა ნაკლებია, ვიდრე - 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში როგორც აბსოლუტური, ასევე - პროცენტული მაჩვენებლებითაც. ცესკო-ს მონაცემებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დილის ათი საათისთვის 215 329 ამომრჩეველს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, მაშინ, როდესაც 2013 წელს ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე 240 732 ამომრჩეველი იყო გამოცხადებული

სხვაობა საარჩევნო აქტივობაში 10 საათისთვის

საინტერესო სხვაობაა საარჩევნო ოლქების მიხედვით - ცვლილება განსაკუთრებით თვალშისაცემია თბილისში, საჩხერესა და გურიაში.