Pollster.ge

Language selector

Elections_2018s

Forecasts as of September 5

პროგნოზები 5 სექტემბრის მდგომარეობით წარმოგიდგენთ Pollster.ge-ის პროგნოზების პირველ ტალღას. ჩვენი მონაცემების მიხედვით, 5 სექტემბრისთვის (როდესაც ჩვენს ხელთ არსებული ბოლო გამოკითხვა დასრულდა), მმართველი პარტიის რეიტინგი 33%-ს შეადგენს. მას მოსდევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 25%-ით, პარტია „საქართველოსთვის“ 8%-ით და „ლეიბორისტული პარტია“ 6%-ით. სხვა პოლიტიკური პარტიების რეიტინგები 5%-ზე ნაკლებია. საგულისხმოა, რომ ჩვენი პროგნოზი ახლოსაა Edison Research-ის შედეგებთან. ეს გასაკვირიც არაა, რადგან ამ კვლევას ჩვენს მოდელში სხვებზე მაღალი წონა ენიჭება. ამასთან, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, გაცილებით ნაკლები მონაცემები გვაქვს, რაც პროგნოზებზე ცალკეული კვლევის გავლენას ზრდის.

Post-mortem: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, გამოკითხვები და ეგზიტპოლები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისევ ვიხილეთ წინასაარჩევნო გამოკითხვებით ბრძოლა, ამასთან - მრავალფეროვანი იყო კვლევების ლანდშაფტიც. არჩევნებამდე ერთწლიან მონაკვეთში ოცდაათი ისეთი გამოკითხვა ჩატარდა, რომლის შედეგები ღიად იყო ხელმისაწვდომი და ამასთან - დასმული იყო კითხვა პარტიული სიმპათიის ან მოსალოდნელი ხმის მიცემის შესახებ. თავად არჩევნების დღეს, ეგზიტპოლი ოთხმა სხვადასხვა ორგანიზაციამ ჩაატარა. რამდენად ზუსტი ან არაზუსტია წინასაარჩევნო გამოკითხვები ან - მათ საფუძველზე გაკეთებული პროგნოზები? ამ სტატიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებული კვლევების მაგალითზე ვეცდებით, პასუხი გავცეთ ამ კითხვას.

„გალობანი სინანულისანი“ ანუ როგორ იმუშავეს ჩვენმა პროგნოზებმა?

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების წინ, pollster.ge კვლავ ეცდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მასობრივი გამოკითხვების საშუალებით არჩევნების პროგნოზს. აქამდე შედეგების წინასწარმეტყველების ორი მცდელობა გვქონდა: 2018 წლის საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. ორივე შემთხვევაში, ჩვენი მოლოდინი რაღაც ნაწილში გამართლდა, თუმცა ნაწინასწარმეტყველები შედეგები რიგ შემთხვევაში, რეალურს მნიშვნელოვნად ასცდა. ამიტომ განახლებული პროგნოზების შემოთავაზებამდე, ჩვენ მიერ გაწეულ სამუშაოს წინა ორი არჩევნების მაგალითზე მიმოვიხილავთ. არჩევნების შედეგების პროგნოზისთვის, pollster.ge ორ განსხვავებულ მიდგომას იყენებს - ან ვითვლით დროის მიხედვით გამოკითხვების შეწონილ საშუალოს, ან- ე.

პროგნოზი 2020 წლის 28 ოქტომბრისთვის

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, Pollster.ge საბოლოო პროგნოზებს აქვეყნებს. როგორც ჩანს, მმართველ პარტიას საკმაოდ მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევს, ხოლო არჩევნების ბედს, სავარაუდოდ, მაჟორიტარული ხმის მიცემა გადაწყვეტს. Pollster.ge-ის მიერ 14 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებდნენ, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი განუწყვეტლად მცირდებოდა. ტენდენცია შემდგომ კვლევებშიც შენარჩუნდა. მარტივი, ე.წ. საშუალო შეწონილის მეთოდით გამოთვლილი პროგნოზით, ქართული ოცნების მიერ აღებული ხმების პროპორცია 47%-დან 42%-მდე შემცირდა. პარალელურად, გაიზარდა ყველა სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის მაჩვენებელი.

პროგნოზი 2020 წლის 14 ოქტომბრისთვის

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ოდნავ მეტი რჩება. საარჩევნო კამპანია გადამწვეტ ფაზაში შედის, ისევე როგორც არჩევნების პროგნოზირების მცდელობები. ჩვენს ვებსაიტზე ბოლოს გამოქვეყნებული პროგნოზები აგვისტოს ბოლოს საზოგადოებაში არსებულ განწყობებს ასახავდნენ, რომლის მიხედვითაც მმართველ პარტიას არჩევნების მოგების და კომფორტული უმრავლესობის შექმნის კარგ შანსებს ვუწინასწარმეტყველეთ. თუმცა, იქვე აღვნიშნეთ, რომ დამძიმებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას შესაძლოა, „ქართული ოცნების“ რეიტინგზე მკვეთრად ემოქმედა. ჩვენი პროგნოზი გამართლდა: სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვების გათვალისწინებით გამოთვლილ მარტივ მოდელში მართალია, მმართველი პარტია ისევ ლიდერობს, თუმცა პროპორციულ არჩევნებში მისაღები ხმების პროპორცია პირველად ჩამოცდა 50%-ს.

პროგნოზი 2020 წლის 18 სექტემბრისთვის

წინა კვირიდან მოყოლებული, საქართველოში საზოგადოებრივი აზრის რამდენიმე გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. მონაცემები გამოაქვეყნეს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებმა - „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI), აგრეთვე ქართულმა სატელევიზიო არხებმა - „იმედმა“, „რუსთავი ორმა“ და „ფორმულამ“. ახალმა გამოკითხვებმა საკმარისი რაოდენობის მონაცემები მოგვცა ჩვენი პროგნოზების გასაახლებლად. საგულისხმოა, რომ გამოყენებული ყველა გამოკითხვა სექტემბრის დასაწყისში, COVID-19-ის ხელახალ გავრცელებამდე ჩატარდა. ამიტომ რთულია, შევაფასოთ, თუ რა გავლენა ჰქონდა ამ გარემოებას ქართულ საზოგადოებაზე. თუმცა, ვვარაუდობთ რომ მეორე ტალღა გარკვეულწილად მაინც იმოქმედებდა საზოგადოებრივ აზრზე.

პარტიების პროგნოზირებული პროპორციები 2020 წლის 17 აგვისტოსთვის

წინამდებარე პროგნოზი ეფუძნება შეწონილი საშუალოს მეთოდს. გამოყენებულია 28 საჯაროდ ხელმისაწვდომი გამოკითხვის შედეგი. პროპორციები გამოთვლილია მხოლოდ ჩამოყალიბებული ამომრჩევლებისთვის გამოკითხვის ნედლი შედეგები ოთხი ძირითადი პოლიტიკური პარტიისთვის, 2020 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით დიაგრამაზე ნაჩვენებია 2016 წლიდან 2020 წლის 24 ივლისის ჩათვლით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მთავარი პოლიტიკური პარტიებისთვის. მოცემულია მხოლოდ ჩამოყალიბებული ამომრჩევლების მონაცემები. არჩევნების State-space მოდელი 2020 წლის 17 აგვისტოსთვის დიაგრამაზე მოცემულია საჯაროდ ხელმისაწვდომ გამოკითხვის შედეგებზე დაფუძნებული 2000 სიმულაციის მონაცემები. პროგნოზის მედიანური შედეგი „ქართული ოცნებისთვის“ 52%-ია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ 19%, „ევროპული საქართველოსთვის“ 8%, ხოლო „პატრიოტთა ალიანსისთვის“ - 5%.

2020 წლის არჩევნებში გამოყენებული გამოკითხვები

საარჩევნო პროგნოზების ანალიზისთვის ამ ეტაპზე გამოყენებულია 36 წინასაარჩევნო და პოლიტიკური გამოკითხვების შედეგები, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდა. დამატებით, მონაცემების ანალიზის დროს 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიც არის გათვალისწინებული. „CRRC-საქართელოს“ 2020 წლის ოქტომბრის ომნიბუსის კვლევა შეწონილია ე.წ. არგამოპასუხების მეთოდით. რეპლიკაციის მონაცემები და კოდი ამ ბმულზე შეგიძლიათ, ნახოთ. მასობრივი გამოკითხვის მონაცემები მრავალფეროვანია როგორც გამოკითხვის ჩატარების მეთოდოლოგიით, აგრეთვე შემსრულებელი და დამკვეთი ორგანიზაციების პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აღქმით. ეს გარემოება საშუალებას გვაძლევს, საბოლოო შედეგებში მაქსიმალურად აისახოს მეთოდოლოგიური და იდეოლოგიური მრავალფეროვნება, რომლითაც ხასიათდება ქართული საზოგადოება.

პარტიების პროგნოზირებული პროპორციები 2020 წლის 13 ივლისისთვის

წინამდებარე პროგნოზი ეფუძნება შეწონილი საშუალოს მეთოდს. გამოყენებულია 25 საჯაროდ ხელმისაწვდომი გამოკითხვის შედეგი. პროპორციები გამოთვლილია მხოლოდ ჩამოყალიბებული ამომრჩევლებისთვის გამოკითხვის ნედლი შედეგები ოთხი ძირითადი პოლიტიკური პარტიისთვის, 2020 წლის 13 ივლისის მდგომარეობით დიაგრამაზე ნაჩვენებია 2016 წლიდან 2020 წლის 13 ივლისის ჩათვლით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მთავარი პოლიტიკური პარტიებისთვის. მოცემულია მხოლოდ ჩამოყალიბებული ამომრჩევლების მონაცემები. არჩევნების State-space მოდელი 2020 წლის 13 ივლისისთვის დიაგრამაზე მოცემულია საჯაროდ ხელმისაწვდომ გამოკითხვის შედეგებზე დაფუძნებული 2000 სიმულაციის მონაცემები. პროგნოზის მედიანური შედეგი „ქართული ოცნებისთვის“ 50%-ია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ 20%, „ევროპული საქართველოსთვის“ 6%, ხოლო „პატრიოტთა ალიანსისთვის“ - 4%.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროგნოზის მეთოდოლოგია

საშუალო შეწონილი ჩვენი მიდგომა ორ ძირითად მეთოდს ეფუძნება. პირველი მათგანი, ე.წ. საშუალო შეწონილი გულისხმობს გამოკითხვების ღიად ხელმისაწვდომი შედეგების გასაშუალოებას. როგორც შეამჩნევდით, მონაცემები ამომწურავი არაა, რაც პირველწყაროს არასრულყოფილებითაა გამოწვეული - იშვიათი გამონაკლისების გარდა, გამოკითხვების ავტორები მეთოდოლოგიას, კითხვების ფორმულირებას და მით უმეტეს - ნედლ მონაცემებს ძალიან იშვიათად ასაჯაროებენ. პროგნოზის საშუალო შეწონილი მეთოდი საკმაოდ მარტივია - აღებულია მხოლოდ ის პასუხები, რომლებმაც რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია დაასახელეს. მაგალითისთვის, შესაძლოა, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის პროპორცია გამოკითვაში 50% იყოს, თუმცა გამოთვლის დროს, მათ უგულებელვყოფთ იმ დაშვებით, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველში ხმები გადაწყვეტილის პროპორციულად იქნება გადანაწილებული.