Pollster.ge

Language selector

პირველი ტურის პროგნოზები, ეგზიტპოლების შედეგებზე დაყრდნობით

სიმულირებული პროპორციები

საარჩევნო პროგნოზის ამ ვარიანტში წარმოდგენილია 2000-ჯერ სიმულირებული არჩევნების შედეგების განაწილება, დიაგრამებზე გაკეთებული წარწერები სიმულაციების მედიანურ მნიშვნელობებს აღნიშნავს. აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ სალომე ზურაბიშილის შემთხვევაში, სიმულირებული შედეგების ზუსტად მეოთხედი კვეთს 50%-იან ზღვარს, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ 25%-ია იმის შანსი, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი პირველივე ტურში მოიპოვებს გამარჯვებას. შესაძლოა, 25%-იანი ალბათობა მცირედ მოგეჩვენოთ, მაგრამ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის წარმატების შანსებს ერთ-ერთი პროგნოზი 29%-ით აფასებდა. ასე, რომ მოულოდნელი არ იქნება, თუკი ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში მიაღწევს წარმატებას. ზურაბიშვილისგან განსხვავებით, ვაშაძემ 2000 სიმულაციიდან მხოლოდ ერთში გადალახა 50%-იანი ზღვარი, ხოლო ბაქრაძემ - ვერცერთში. ასე, რომ ამ ორი კანდიდატის გამარჯვება პირველ ტურში თითქმის საერთოდ არაა მოსალოდნელი.

Image

შეწონილი საშუალო 25 ოქტომბრის მდგომარეობით

როგორც ვხედავთ, წინამდებარე პროგნოზის მიხედვით, ვერცერთი კანდიდატი ვერ ახერხებს პირველ ტურში გამარჯვების მიღწევას. ამასთან, ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, ხოლო მეორე ადგილზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა. დავით ბაქრაძეს 14 პროცენტით მესამე ადგილი უკავია. საქმე რთულადაა სხვა კანდიდატების შემთხვევაში - მათ შესახებ მონაცემები მწირია, შესაბამისად - გაკეთებული პროგნოზებიც ნაკლებად სანდოა. გასათვალისწინებელია, რომ აქ არ არის მოცემული გაურკვევლობის მაჩვენებელი სანდოობის ინტერვალის სახით.

Image