Pollster.ge

Language selector

მეთოდოლოგია

Pollster.ge-ის პროგნოზები ეფუძნება გამოკითხვების საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების სტატისტიკური მეთოდებით აგრეგირებას.

რა მონაცემებს ვიყენებთ?

პროგნოზებში შესულია ისეთი კვლევების საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები, სადაც რესპონდენტებს პოლიტიკური კუთვნილების, პარტიიული სიმპატიისა ან პოლიტიკური პარტიისთვის ხმის მიცემის შესახებ, ეკითხებოდნენ. 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, აღარ ვითვალისწინებთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს. ამასთან აგრეგირების პროცესში მხედველობაში მიღებულია მხოლოდ ისეთი არჩევნების შედეგები, სადაც ამომრჩევლები ხმას ამა თუ იმ პარტიას აძლევდნენ, მაგალითად - საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროპორციული სიები.

როგორ ხდება მონაცემების აგრეგაცია?

მონაცემების აგრეგაციისთვის ვიყენებთ ე.წ. გენერალიზებული ჯამების მოდელს (generalized additive model), რომელიც დროში მონაცემების მოდელირების ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს. ძირითადი ამხსნელი ცვლადის გარდა (რომელიც არის დრო), მოდელში გათვალისწინებულია, თუ რომელ კვლევას ეკუთვნის ეს მონაცემები, რა ფორმით ჩატარდა კვლევა (პირისპირ თუ ტელეფონით). ამასთან, მოდელი მხედველობაში იღებს განსხვავებული ტიპის მონაცემებსაც, როგორებიცაა - ველის დასრულებისას დოლარის ლართან გაცვლის კურსი, ინფლაციის თვიური მაჩვენებელი, კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

როგორაა გათვალისწინებული კვლევის ხარისხი?

2020 წლის არჩევნებზე დავრწმუნდით, რომ სხვადასხვა კვლევა განსხვავებული სიზუსტით აფასებს რესპონდენტების პარტიულ კუთვნილებას თუ სიმპათიებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ თითოეულ კვლევას მივანიჭეთ შესაბამისი წონა, რომლის პროპორციულადაც გავითვალისწინებთ შედეგებს საბოლოო პროგნოზებში. 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ ჩატარებული კვლევებისთვის ხვედრითი წილი გამოითვლება იმის მიხედვით, თუ რამდენად დაემთხვა მათი მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. იქამდე ჩატარებული კვლევები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს შედარდა.

ცხრილში მოცემულია, თუ რა ხვედრითი წილი აქვს თითოეულ მონაცემს. კერძოდ, ყველაზე წონა არჩევნების შედეგებს აქვს, რომელსაც მოსდევს Edison Research-ის და Survation-ის კვლევები.

ჩვენს პროგნოზებში გამოყენებული მონაცემები და კოდი ამ ბმულზეა ხელმისაწვდომი