Pollster.ge

Language selector

დასკვნითი წინასაარჩევნო პროგნოზები

ჩვენი ბოლო პროგნოზებიდან დღემდე, რამდენიმე გამოკითხვის შედეგი გამოქვეყნდა. „ფორმულამ,“ „მთავარმა არხმა“ და „იმედმა“ საზოგადოებას საკუთარი კვლევების შედეგები წარუდგინეს. შესაბამისად, ჩვენი განახლებული პროგნოზები სწორედ ამ მონაცემებს ეყრდნობა. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე ახალი გამოკითხვის საველე სამუშაოები 25 სექტემბერს დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თარიღის შემდგომი მოვლენების რეიტინგებზე ეფექტი, მაგალითად - მიხეილ სააკაშვილის მორიგი განცხადება 2 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მონაცემებში არაა ასახული.

ჩვენი მონაცემებით, ამ ეტაპზე, „ქართული ოცნება“ პროპორციულ არჩევნებში სავარაუდოდ, 37%-ს მოაგროვებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 27%-ს, „საქართველოსთვის“ - 9%-ს, ხოლო სხვა პარტიების რეიტინგი წინა პროგნოზის მსგავსად, 5%-ს არ აღემატება.

თუკი დროით ტენდეციებს შევაფასებთ, ვნახავთ, რომ 25 სექტემბრისთვის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კლებულობდა, ხოლო „ენმ“-ისა და „საქართველოსთვის“ - იზრდებოდა. თუმცა სავარაუდოდ, მათზე გავლენა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გარკვეულწილად მაინც მოახდინეს. იქიდან გამომდინარე, რომ განსაკუთრებით სახელისუფლებო პარტიას ამომრჩევლების მობილიზების გაცილებით დიდი რესურსი გააჩნია, რომლის ზომის შეფასება გამოკითხვების მეშვეობით რთულია, სავარაუდოა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა, პროგნოზში დაფიქსირებულზე უფრო მეტი ხმა დააგროვოს.

სავარაუდოდ, ეს ჩვენი ბოლო პროგნოზი იქნება, რადგან არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საქართველოში „სიჩუმის დღეა“, თუმცა პროგნოზი შესაძლოა, განახლდეს, თუკი დამატებითი ცვლადები (ინფლაციის, დოლარის კურსის და კორონავირუსის მაჩვენებლები) რადიკალურად შეიცვლება და სხვა გამოკითხვის მონაცემები თუ გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი.

საარჩევნო პროგნოზები მეორე ტურის წინ

ჩვენმა გუნდმა საარჩევნო პროგნოზები მეორე ტურის წინაც გამოაქვეყნა. არჩევნების ბაიესური მოდელის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს გამარჯვების უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე - გრიგოლ ვაშაძეს. სიმულირებული ხმების მედიანური მნიშვნელობა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის დაახლოებით 52%-ს შეადგენს, ხოლო ვაშაძისთვის იგივე მაჩვენებელი 48%-ია. თუკი ალბათობებს შევაფასებთ, დაახლოებით 65%-ია იმის შანსი, რომ ზურაბიშვილმა ვაშაძეზე მეტი ხმა მოაგროვოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების კანდიდატის გამარჯვება უფრო მოსალოდნელია, ვიდრე - დამარცხება. თუმცა შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა პროგნოზის მიხედვით, ჰილარი კლინტონის წარმატების შანსები 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დაახლოებით 71%-ს შეადგენდა.

რუკები

არჩევნების მეორე ტური საარჩევნო აქტივობა 10 საათისთვის საარჩევნო აქტივობა მეტია, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში როგორც აბსოლუტური, ასევე - პროცენტული მაჩვენებლებითაც. ცესკო-ს მონაცემებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დილის ათი საათისთვის 215 329 ამომრჩეველს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, მაშინ, როდესაც ახლა საარჩევნო უბნებზე უკვე 255 251 ამომრჩეველი იყო გამოცხადებული. ტრადიციულად, აქტიურობენ დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები სხვაობა საარჩევნო აქტივობაში 10 საათისთვის საინტერესო სხვაობაა საარჩევნო ოლქების მიხედვით - თბილისში აქტივობა უფრო მაღალია, ვიდრე - არჩევნების პირველ ტურში

პირველი ტურის პროგნოზები, ეგზიტპოლების შედეგებზე დაყრდნობით

სიმულირებული პროპორციები საარჩევნო პროგნოზის ამ ვარიანტში წარმოდგენილია 2000-ჯერ სიმულირებული არჩევნების შედეგების განაწილება, დიაგრამებზე გაკეთებული წარწერები სიმულაციების მედიანურ მნიშვნელობებს აღნიშნავს. აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ სალომე ზურაბიშილის შემთხვევაში, სიმულირებული შედეგების ზუსტად მეოთხედი კვეთს 50%-იან ზღვარს, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ 25%-ია იმის შანსი, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი პირველივე ტურში მოიპოვებს გამარჯვებას. შესაძლოა, 25%-იანი ალბათობა მცირედ მოგეჩვენოთ, მაგრამ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის წარმატების შანსებს ერთ-ერთი პროგნოზი 29%-ით აფასებდა. ასე, რომ მოულოდნელი არ იქნება, თუკი ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში მიაღწევს წარმატებას.

კანდიდატები

სალომე ზურაბიშვილი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტობის ნომინალურად დამოუკიდებელი კანდიდატია, თუმცა მმართველი პარტია ქართული ოცნება მას აქტიურად უჭერს მხარს. თუ ზურაბიშვილი ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებს, ის საქართველოს პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტი გახდება. დამატებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი იმიგრანტი და სხვა ქვეყანაში დაბადებული პიროვნება იქნება. ზურაბიშვილი საფრანგეთში დაიბადა 1920-იან წლებში საქართველოდან წამოსული პოლიტიკური ემიგრანტების ოჯახში. მან განათლება საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო და სწავლის დასრულების შემდეგ საფრანგეთის საგარეო საქმეთა უწყებაში დაიწყო მუშაობა.

გამოკითხვები

საარჩევნო პროგნოზების ანალიზისთვის ჩვენ გამოვიყენეთ 15 წინასაარჩევნო და პოლიტიკური გამოკითხვის შედეგები. აღნიშნული გამოკითხვები დროის სხვადასხვა ინტერვალში განსხვავებული მეთოდოლოგიით სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციებისა თუ პოლიტიკური და ინტერესთა ჯგუფების მიერ ჩატარდა. შესაბამისად, ჩვენს მიერ გამოყენებულ ყველა გამოკითხვაში ასახულია მეთოდოლოგიური და იდეოლოგიური მრავალფეროვნება, რომლითაც ხასიათდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება. გამოყენებული 15 კვლევა შეგვიძლია სამ ძირითად ჯგუფად დავყოთ. გამოკითხვების პირველი ნაწილი ჩატარდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მნიშვნელოვნად დიდი ხნით ადრე, როდესაც ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული და განსაზღვრული საარჩევნო პროცესის დინამიკა და ძირითადი კანდიდატები.